„ბარსელონამ“ პირველი ვარჯიში ჩაატარა კუმანის ხელმძღვანელობით - გუნდთან ერთად არ იყვნენ მესი და რაკიტიჩი
„ბარსელონამ“ პირველი ვარჯიში ჩაატარა კუმანის ხელმძღვანელობით - გუნდთან ერთად არ იყვნენ მესი და რაკიტიჩი

„ბარსელონამ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

როგორც კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა, კატალონურმა გუნდმა პირველი ვარჯიში ჩაატარა ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით. ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ.

ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო 19-მა ფეხბურთელმა. არ იყვნენ მხოლოდ ფორვარდი ლიონელ მესი და ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი.

ხორვატმა ვარჯიში კლუბის ნებართვით გამოტოვა, არგენტინელის არყოფნის შესახებ კი პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაუქმება სურს და აღარ მიიჩნევს თავს გუნდის ნაწილად, რაკიტიჩი კი ახლოს არის „სევილიაში“ გადასვლასთან და უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.

დატოვე კომენტარი