„ბარსელონა“ ორი ფეხბურთელის ტრანსფერს ამზადებს. ლაპარაკია სამუ ომოროდიონზე „პორტუდან“ და ადემოლა ლუკმანზე „ატალანტადან“. ორივე პოტენციური გარიგება მოიწონა კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, კატალონელები იმედოვნებენ, რომ ორივე ფეხბურთელის შეძენისას არ გადააჭარბებენ 100 მილიონი ევროს ლიმიტს. ლუკმანი შეფასებულია დაახლოებით 40 მილიონ ევროდ, ომოროდიონის ღირებულება კი 40-დან 50 მილიონ ევრომდე მერყეობს.
„ბარსელონამ“ უკვე დაიწყო მუშაობა ამ ტრანსფერების გასაფორმებლად.