„ბარსელონამ“ ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა
„ბარსელონამ“ ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა

ერთბაშად ორი წყარო – „კატალუნია რადიო“ (Catalunya Radio) და „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo) წერს იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ ნეიმარის დასაბრუნებლად ტრანსფერს ამზადებს.

არსებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ მოქმედი სკაუტი ბრაზილიაში, ანდრე კიური, ამ დღეებში შეხვდა ნეიმარის გარემოცვას – აგენტ პინი ზაჰავისა და ფეხბურთელის მეგობარს ალვარო კოსტას. მხარეებმა ამ შეხვედრაზე განიხილეს ფეხბურთელის შესაძლო დაბრუნება.

თავად ნეიმარი არ არის „ბარსელონაში“ დაბრუნების წინააღმდეგი და „პარი სენ-ჟერმენში“ თავის გადასვლას შეცდომას უწოდებს. ბრაზილიელი საფრანგეთში 2017 წლის აგვისტოში გადაბარგდა 222 მილიონ ევროდ – ეს სარეკორდო ტრანსფერია ფეხბურთის ისტორიაში. პარიზულ კლუბში ჩატარებულ 50 მატჩში ფორვარდმა 45 გოლი გაიტანა.