„ბარსელონამ“ მომავალი სეზონისთვის „ბილბაოს“ მცველი შეიძინა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ მომავალი სეზონისთვის „ბილბაოს“ მცველი შეიძინა #1TVSPORT

მიმდინარე სეზონის შემდეგ „ბარსელონას“ შემადგენლობას „ბილბაოს“ მცველი ინიგო მარტინესი დაემატება, – დაწერა „ტვიტერში“ იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ.

წერენ, რომ კატალონურმა კლუბმა სრულად შეათანხმა კონტრაქტის პირობები 31 წლის ფეხბურთელთან. ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. მარტინესი „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან ვადა ეწურება მის კონტრაქტს „ბილბაოსთან“.

წლევანდელ სეზონში მარტინესმა ესპანეთის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.