„ბარსელონამ“ მესის დუბლით მოიგო და ლა ლიგას ტოპსამეულში შევიდა
„ბარსელონამ“ მესის დუბლით მოიგო და ლა ლიგას ტოპსამეულში შევიდა

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის გამოტოვებულ მატჩში „ბარსელონამ“ სტუმრად 3:2 დაამარცხა „ბილბაო“.

სტუმრების რიგებში დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, კიდევ ერთი გოლი პედრიმ გაიტანა, რომელმაც საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში. „ბილბაოს“ მხრიდან გოლები გაიტანეს ინიაკი უილიამსმა და იკერ მუნიაინმა.

17 ტურის შემდეგ, „ბარსელონამ“ 31 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადავიდა. კატალონელები ლიდერ „ატლეტიკოს“ შვიდი ქულით ჩამორჩებიან, თან ორი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.

ბილბაო-ბარსელონა 2:3

გოლები: 1:0 უილიამსი (3), 1:1 პედრი (14), 1:2 მესი (38), 1:3 მესი (62), 2:3 მუნიაინი (90)