„ბარსელონამ“ მესის დაბადების დღე მიულოცა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ მესის დაბადების დღე მიულოცა [ვიდეო] #1TVSPORT

კატალონიურმა გრანდმა თავის სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის დაბადების დღე მიულოცა – დღეს არგენტინელ თავდამსხმელს 34 წელი შეუსრულდა.

„ბარსელონას“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მილოცვასთან ერთად არის მესის მიერ გატანილი საუკეთესო გოლების კოლაჟი.

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 520 მატჩი ჩაატარა და 474 გოლის ავტორი გახდა. კატალონიელებთან ერთად არგენტინელმა ათჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, შვიდჯერ ესპანეთის თასი, რვაჯერ – სუპერთასი, ოთხჯერ იზეიმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება და სამჯერ გახდა მსოფლიო საკლუბო პირველობის ჩემპიონი.

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ორჯერ დაიმსახურა „ოქროს ბურთი“ („ფრანს ფუტბოლის“ ვერსიით) და ოთხჯერ (ფიფა-ს ვერსიით).