„ბარსელონამ“ მეოცედ მოიგო ჯგუფური ტურნირი, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია
„ბარსელონამ“ მეოცედ მოიგო ჯგუფური ტურნირი, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „ეინდჰოვენი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა, რითაც ხუთი ტურის შემდეგ გაინაღდა 1/8 ფინალში გასვლა და ჯგუფში პირველი ადგილი.

ესპანურმა გრანდმა 13 ქულა დააგროვა და მიუწვდომელა მეტოქეებისთვის.

„ბარსელონამ“ მეოცედ მოიგო თავისი ჯგუფი, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. მათ ამ ტურნირზე ასპარეზობის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ არ დაუსრულებიათ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე.