„ბარსელონამ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიაღწიეს საიჯარო ხელშეკრულებას ფორვარდ მარკუს რეშფორდის სეზონის ბოლომდე გადასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es-ი.
წყაროს ცნობით, ესპანურ კლუბს სჭირდება მხოლოდ სახელფასო ფონდის გამოთავისუფლება. თავად რეშფორდი არ აპირებს სხვა ვარიანტების განხილვას და მზად არის, დაელოდოს გადასვლას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე. იტყობინებიან, რომ „ბარსელონა“ იჯარის პერიოდში სრულად გადაუხდის ინგლისელ ფეხბურთელს ხელფასს, რომელიც 9 მილიონ ევროს შეადგენს.
ამასობაში, „ბარსელონამ“ „ჟირონასგან“ მიიღო წინადადება ერიკ გარსიას შეძენის შესახებ და სწორედ ამ ფეხბურთელის გაყიდვით შეძლებს კატალონური კლუბი სახელფასო ფონდის განტვირთვას.