„ბარსელონამ“ მარკუს რაშფორდის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ მარკუს რაშფორდის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

ინგლისელი თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი კარიერას „ბარსელონას“ შემადგენლობაში განაგრძობს, – ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ის ესპანურ გრანდში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, რომელიც შესყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს. რაშფორდი 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გასული სეზონის მეორე ნაწილში ინგლისელი იჯარით „ასტონ ვილას“ შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც 17 მატჩში ოთხი გოლის გატანა მოახერხა. მანჩესტერ „იუნაიტედის“ რიგებში კი მის ანგარიშზე 426 შეხვედრა და 138 გოლია.