„ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში 29-ედ გახდა #1TVSPORT
ესპანეთის საფეხბურთო ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ჩემპიონი „ბარსელონა“ გახდა.
კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონატის 35-ე ტურში საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალი“ 2:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში 29-ედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩემპიონის ბედი პირველად გაირკვა „ელ კლასიკოში“.
მე-9 წუთზე „ბარსელონა“ მარკუს რაშფორდმა დააწინაურა, ხოლო ფერან ტორესმა მე-18 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, „ბარსელონამ“ ტიტული ოფიციალურად ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაიფორმა.