„ბარსელონა“ თხოვდა თავის ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის არ გაეტანა გოლები, რათა არ გადაეხადა ბონუსი „ბაიერნისთვის“.
ამის შესახებ წერია წიგნში „ლევანდოვსკი: ნამდვილი“, რომელიც პოლონეთში გამოიცა.
Cadena SER-ის ინფორმაციით, კატალონურმა კლუბმა ფორვარდს 2022-23 წლების სეზონის ბოლოს მიმართა. წიგნის ავტორის სიტყვებით, თუ ლევანდოვსკი იმ სეზონში ლა ლიგაში 25-ზე მეტ გოლს გაიტანდა, „ბარსელონას“ მიუნხენელებისთვის ბონუსის სახით 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.
იმ მომენტისთვის „ბარსელონას“ უკვე გარანტირებული ჰქონდა საჩემპიონო ტიტული ჩავის ხელმძღვანელობით, ლევანდოვსკი კი 23 გოლით ლიდერობდა ბომბარდირთა დავას. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, პოლონელ ფორვარდს კაბინეტში შესვლა სთხოვეს, სადაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და სხვა ხელმძღვანელები იყვნენ. წიგნის ავტორის ვერსიით, ერთ-ერთმა თავდამსხმელს განუცხადა: „რობერტ, გვინდა, რომ ბოლო მატჩებში დაამუხრუჭოთ გოლების გატანაში“.
„ლევანდოვსკიმ ყურებს არ დაუჯერა. მართალია, ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული უკვე თითქმის გარანტირებული იყო, მის ხანგრძლივ კარიერაში არავის არასდროს მოუთხოვია მისთვის გოლების გატანის შეწყვეტა“, – წერია წიგნში.
საბოლოოდ, ლევანდოვსკის ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში გოლი არ გაუტანია.