„ბარსელონამ“ ლევანდოვსკი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ლევანდოვსკი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბაიერნის“ ყოფილი ფორვარდი „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ წარადგინა. კატალონიელთა პოლონელი ლეგიონერი მოედანზე 9-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა.

გასულ სეზონში 9-ნომრიანი მაისურით „ბარსელონას“ რიგებში ნიდერლანდელი ფორვარდი, მემფის დეპაი თამაშობდა.

ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი 12 აგვისტოს დაიწყება. რობერტ ლევანდოვსკის ახალი გუნდი კი ლა ლიგის პირველ ტურში 13 აგვისტოს ჩაერთვება და საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი