„ბარსელონამ“ ლაუტარო მარტინესს სეზონში 10 მილიონი ევრო შესთავაზა
„ბარსელონამ“ ლაუტარო მარტინესს სეზონში 10 მილიონი ევრო შესთავაზა

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა „ინტერის“ ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს და როგორც ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, „ბარსელონა“ ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

იტალილელებს ფორვარდის დათმობა უჭირთ, თუმცა 111 მილიონ ევროდ მზად არიან, რომ მარტინესს გამოეთხოვონ.

იტალიის ჩემპიონატის შეჩერებამდე 22 წლის არგენტინელმა 31 მატჩში 16 გოლი გაიტანა.