„ბარსელონამ“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე უარი თქვა
„ბარსელონამ“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე უარი თქვა

მილანის „ინტერის“ ფორვარდის ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ აღარ შედგება, – წერს „სქაი სპორტ იტალია“.

წყაროს ცნობით, კატალონიელები ახლოს იყვნენ 22 წლის არგენტინელის შეძენასთან, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორივე კლუბმა სერიოზული ფინანსური ზარალი ნახა და გარიგება არ შედგა.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა „ინტერის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

ორი დღის წინ დაიწერა, რომ მარტინესის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, „ბარსელონა“ შეეცდება „სოსიედადიდან“ შვედი ალექსანდერ ისაკის შეძენას.