„ბარსელონამ“ კუნდეს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ კუნდეს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი ჟიულ კუნდე „სევილიადან“ „ბარსელონაში“ გადავიდა. კატალონელებმა ოფიციალურად გამოაცხადეს 23 წლის ფეხბურთელთან გარიგების შესახებ.

კუნდეს სანაცვლოდ „სევილია“ გარანტირებულად მიიღებს 50 მილიონ ევროს, კიდევ ხუთი მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. ეს არის „სევილიას“ ისტორიაში სარეკორდო გარიგება.

ფრანგი მცველის ხელფასი წელიწადში ექვსი მილიონი იქნება. კონტრაქტი მცველთან ხუთწლიანია.

„ჩავიმ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ჩემს ტრანსფერში. მე მას რამდენჯერმე ველაპარაკე და აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიტყვებით. ვფიქრობ, ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ ფეხბურთს.

მინდა გავაკეთო ყველაფერი, რათა ბევრი სათამაშო დრო მივიღო. მინდა კარგად შევერწყა გუნდს და ვითამაშო წამყვანი როლი.

მინდა მოვიგო ყველაფერი. რა თქმა უნდა, მაქვს განსაზღვრული მიზნები, მაგრამ არ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. მინდა სწრაფად განვვითარდე და გავიგო ახალი, რადგან გადავდივარ დიად გუნდში დიად ფეხბურთელებთან, რომელთა უმრავლესობას ბევრი ტიტული აქვს მოგებული. მე მათ მოვუსმენ და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული“, – განუცხადა კუნდემ „ბარსელონას“ ოფიციალურ ვებგვერდს.