„ბარსელონამ“ კობი ბრაიანტის ბრენდთან თანამშრომლობით საგარეო ფორმა წარადგინა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ 2026-27 წლების სეზონისთვის გასვლითი ფორმა წარადგინა. კომპლექტი შექმნილია კომპანია Nike-სა და ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ბრენდთან თანამშრომლობით.
ფორმის ზედა ნაწილი შავი ფერისაა, რომელიც თანდათან გადადის იასამნისფერში, რაც არის მინიშნება „ლოს ანჯელეს ლეიკერსზე“, რომლის რიგებშიც მთელი კარიერა გაატარა კობი ბრაიანტმა.
ასევე, დიზაინის თავისებურებებია ოქროსფერი აქცენტები, კობის ლოგო მკერდზე და საყელოს შიგნით დამალული ციტატა: „აქციე თამაში უკეთესად, ვიდრე შენამდე იყო“, რომელიც კობი ბრაიანტს ეკუთვნის.