„ბარსელონამ“ კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი წააგო
„ბარსელონამ“ კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი წააგო

ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ვალენსიას” წინააღმდეგ დამარცხდა – 0:2.

მასპინძლებს მე-12 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ მაქსი გომესმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.

„ვალენსიას” დაწინაურებაში თავად „ბარსელონა” დაეხმარა, როცა სტუმრების მცველმა ჟორდი ალბამ მეორე ტაიმში საკუთარ კარში გაიტანა, 77-ე წუთზე კი გომესმა პენალტისას დაშვებული შეცდომა გამოისყიდა და თამაშიდან შეძლო თავის გამოჩენა.

ეს იყო „ბარსელონას” პირველი წაგება ახალი მწვრთნელის კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით.

„ბარსელონამ” სეზონში მეოთხე მატჩი წააგო და თუ კვირას, მადრიდის „რეალი” სტუმრად შეძლებს „ვალიადოლიდის” წინააღმდეგ თუნდაც ქულის აღებას, „სამეფო კლუბი” ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

დატოვე კომენტარი