„ბარსელონამ“ კევინ დურანტის მეშვეობით გამოაცხადა გრიზმანის ახალი ნომერი (ვიდეო)
„ბარსელონამ“ კევინ დურანტის მეშვეობით გამოაცხადა გრიზმანის ახალი ნომერი (ვიდეო)

„ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი 2020-21 წლების სეზონში მეშვიდე ნომრით ითამაშებს, – ამის შესახებ დაწერა კატალონური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

„ბარსამ“ ამასთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი კევინ დურანტი მონაწილეობს. ცნობილია, რომ გრიზმანი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდი გულშემატკივარია. უნდა აღნიშნოს, რომ დურანტი მეშვიდე ნომრით ითამაშებს თავის ახალ კლუბში „ბრუკლინ ნეტსში“.

„ახალი დასაწყისი. ახალი სურვილი. ახალი ოცნებები. იგივე ამბიციურობა. კეთილი იყოს უკან დაბრუნება, ნომერი 7“, – ამბობს ვიდეორგოლში დურანტი და კოლოფიდან იღებს „ბარსელონას“ მაისურს, რომელსაც მეშვიდე ნომერი და გრიზმანის გვარი აწერია.

შეგახსენებთ, რომ, როცა ფრანგი გასულ ზაფხულს „ბარსელონაში“ გადავიდა, მე-17 ნომრის აღება მოუწია, რადგან „შვიდიანი“

ს ეკუთვნოდა. საბოლოოდ, კოუტინიო იჯარით „ბაიერნში“ წავიდა, მაგრამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გრიზმანს არ მისცა ნომრის შეცვლის უფლება, რადგან სეზონის მსვლელობისას ამის გაკეთება აკრძალულია.

დატოვე კომენტარი