ბარსელონამ კაუნასში მოიგო – ცსკა კვლავ დაუმარცხებელია | ევროლიგა
დასრულდა საკალათბურთო „ევროლიგის“ მეშვიდე ტური. გუშინ, ტურნირზე ხუთი შეხვედრა გაიმართა. საინტერსო და დაძაბული გამოვიდა კაუნასში ჩატარებული მატჩი, რომელშიც ადგილობრივმა „ჟალგირისმა“ ესპანურ „ბარსელონას“ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (76-76). ოვერტაიმში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ 88-85 გაიმარჯვეს. „ბარსას“ კაილ კურიკმა ულიდერა 15 ქულით. ანტე ტომიჩის მონაგარმა 14 ქულა და 5 მოხსნა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ, საწყის ორ ტურში მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. „ჟალგირისი“ კი ჯერჯერობით მეცხრე პოზიციაზეა.
მეცხრე ტურის შეხვედრები 20 და 21 ნოემბერს შედგება.