„ბარსელონამ“ კარიმ ადეიემისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ დორტმუნდის „ბორუსიისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელთან, კარიმ ადეიემისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, ადეიემის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურს. მან უკვე აცნობა კლუბს, რომ მიზანი მხოლოდ „ბარსელონაში“ გადასვლაა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ „ბარსელონამ“ გერმანულ კლუბს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა და ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ გარიგება მალე შედგება.
24 წლის კარიმ ადეიემი „დორტმუნდის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. გუნდის მაისურით მან ყველა ტურნირზე 146 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.
🚨🔵🔴 BREAKING: Karim Adeyemi agreed terms with Barcelona and informed BVB he only wants Barça move.
Adeyemi, out of contract in June 2027 and not planning to sign new deal.
❗️ Barcelona sent an official bid to BVB to get Adeyemi now, working to get it done. pic.twitter.com/7zHJQIeflr
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 9, 2026