„ბარსელონამ“ კარიმ ადეიემის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

14:55, 23.07.2026

კარიმ ადეიემი „ბარსელონას“ ფეხბურთელია – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2031 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმა. მის სანაცვლოდ კლუბმა დაახლოებით 22 მილიონი ევრო გადაიხადა, „დორტმუნდი“ ასევე მიიღებს გარკვეულ ბონუსს.

ადეიემი „დორტმუნდში“ 2022 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი „ლაიფციგისა“ და „ზალცბურგის“ ღირსებას იცავდა. 2002 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებში ამ დრომდე 11 მატჩი ჩაატარა.

„ბარსელონამ“ მიმდინარე ზაფხულში ერთი ტრანსფერი უკვე შეასრულა – ივნისში კლუბმა „ნიუკასლიდან“ ენტონი გორდონი დაიმატა.

მსგავსი