„ბარსელონამ“ ინსინიეს აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ინსინიეს აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდი ლორენცო ინსინიე „ბარსელონას“ ინტერესთა სფეროში მოხვდა, – ამის შესახებ დაწერა ვებგვერდმა SportItalia-მ.

წყაროს ცნობით, ინსინიეს კვლავაც დაძაბული ურთიერთობა აქვს „ნაპოლის“ პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან, ამიტომაც კონტრაქტის გაგრძელების საკითხი აქტუალური რჩება. „ბარსელონა“ მზად არის ამ სიტუაციით ისარგებლოს და უკვე შევიდა კონტაქტში ფეხბურთელის აგენტთან.

2020-21 წლების სეზონში ინსინიემ 48 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ შემადგენლობაში, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.