„ბარსელონამ“ ჰანსი ფლიკთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ჰანსი ფლიკთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ და მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალ კონტრაქტზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

მისი მონაცემებით, ხელშეკრულება გერმანელ სპეციალისტთან 2027 წლის ივნისამდე გაგრძელდება. ოფიციალურად კლუბი ამის შესახებ მაისის ბოლოს გამოაცხადებს.

ფლიკი „ბარსელონაში“ 2024 წლის ივლისიდან მუშაობს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„ბარსელონას“ მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულების რეალური შანსი აქვს: გუნდმა მოიგო ესპანეთის თასი, ლა ლიგაში კი სამი ტურით ადრე შვიდი ქულით ასწრებს „რეალს“.