„ბარსელონამ“ გოლების რიცხვით „რეალს“ ლა ლიგას ისტორიაში პირველად გაასწრო 
„ბარსელონამ“ გოლების რიცხვით „რეალს“ ლა ლიგას ისტორიაში პირველად გაასწრო 

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის 25- ტურში „ბარსელონამ“ 5:0 გაანადგურა „ეიბარი“, ხოლო „რეალმა“ 0:1 დათმო მატჩი „ლევანტესთან“, კატალონურმა გრანდმა პირველად ლა ლიგას ისტორიაში გოლების რაოდენობით გაუსწრო „სამეფო კლუბს“.

„ბარსელონას“ ანგარიშზე 6151 გოლია, „რეალის“ – 6150.

1963 წლიდან მოყოლებული, „რეალი“ მუდმივად ლიდერობდა ლა ლიგას ისტორიაში გოლების რაოდენობით და ახლა, პირველად მდევრის როლში აღმოჩნდა.