ბარსელონამ განახლებული კამპ ნოუ გვაჩვენა [ვიდეო]
ბარსელონამ განახლებული კამპ ნოუ გვაჩვენა [ვიდეო]

„ბარსელონამ“ წარმოადგინა ვიდეორგოლი, რომელიც კლუბის სტადიონის, „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციას ეძღვნება. კატალონელებმა აჩვენეს, თუ როგორ გადაკეთდება ლეგენდარული არენა.

რეკონსტრუქციის შედეგად, სტადიონის ტევადობა ექვსი ათასი ადგილით გაიზრდება და 105 ათასი გახდება. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მიმდებარე ტერიტორიას. სარეზერვო გუნდის არენასა (იოჰან კრუიფის სტადიონი) და საკალათბურთო კლუბის ბაზას.

რეკონსტრუქციის ღირებულება 360 მილიონი ევრო იქნება. სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.