„ბარსელონამ“ გაიმარჯვა და „რეალ მადრიდს“ ქულებით გაუთანაბრდა
„ბარსელონამ“ გაიმარჯვა და „რეალ მადრიდს“ ქულებით გაუთანაბრდა

„ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე გაჭირვებით, თუმცა მაინც დაამარცხა „ხეტაფე“ და სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალს“ ქულებით გაუთანაბრდა.

„კამპ ნოუზე“ მიმდინარე მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა ვიდეორეფერიმ სამუელ უმტიტიზე ჯარიმა დააფიქსირა და ეს გოლი გააუქმა. ამის შემდეგ კატალონიელებმა ექვსი წუთის შუალედში მეტოქის კარი ორჯერ აიღეს: 33-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა ისარგებლა ლიონელ მესის საუცხოო პასით, 36-ეზე კი ორამდე ანგარიში სერხი რობერტომ გაზარდა.

მეორე ტაიმში, როდესაც მატჩის 66-ე წუთი მიმდინარეობდა, ანხელ როდრიგესმა ანგარიში შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება „ხეტაფემ“ ვერ შეძლო და მატჩი 2-1 დასრულდა „ბარსელონას“ სასარგებლოდ.

კვირას, 16 თებერვალს, თავის მატჩს მადრიდის „რეალი“ გამართავს და სამქულიანი უპირატესობის აღდგენას შეეცდება. მადრიდული სამეფო გუნდი საკუთარ მოედანზე „სელტას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათსე დაიწყება.