„ბარსელონამ“ გაბრიელ ჟესუსი გაიფორმა #1TVSPORT

22:59, 01.09.2026

„ბარსელონამ“ გამოაცხადა გაბრიელ ჟესუსის გაფორმების შესახებ.

29 წლის ბრაზილიელი ფორვარდი კატალონურ კლუბში „არსენალიდან“ გადავიდა და 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

უფრო ადრე პრესაში წერდნენ იმის შესახებ, რომ ლონდონელები 10 მილიონ ევროს მიიღებდნენ, რასაც ბონუსების სახით ოთხი მილიონი ევრო დაემატება.

გასულ სეზონში ჟესუსმა პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი