„ბარსელონამ“ ფრენკი დე იონგს ახალი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ფრენკი დე იონგს ახალი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა თავის 27 წლის ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sport.es-მა.

წყაროს ცნობით, თებერვლის ბოლოს „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ ნიდერლანდელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი ხელშეკრულება გადასცა. კატალონური კლუბი დე იონგს სთავაზობს სამწლიან კონტრაქტს, წელიწადში 18-19 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით. „ბარსელონა“ ფეხბურთელის პასუხს უახლოეს პერიოდში ელოდება.

ამ სეზონში ფრენკი დე იონგმა ყველა ტურნირზე 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.