„ბარსელონამ“ ფერან ტორესთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ფერან ტორესთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ბარსელონა“ კიდევ უფრო მიუახლოვდა „მანჩესტერ სიტის“ გარემარბის ფერან ტორესის ტრანსფერს. როგორც ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ „ტვიტერში“ დაწერა, კატალონელები მოელაპარაკნენ ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის დეტალებზე, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ 21 წლის ესპანელის გადაბირება უკვე იანვარში სურს. თავად ტორესიც არ არის „ბარსელონაში“ თამაშის და ჩავის ხელმძღვანელობით მუშაობის წინააღმდეგი. დღეისთვის კატალონური კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს „მანჩესტერ სიტისთან“ ტრანსფერის თანხაზე.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონამ“ თავისი ყურადღება ფერან ტორესზე მას შემდეგ გადაიტანა, რაც შეჩერდა „ლაიპციგთან“მოლაპარაკებები დანი ოლმოსთან დაკავშირებით.

2021-22 წლების სეზონში ტორესმა „მანჩესტერ სიტიში“ შვიდი მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.