„ბარსელონამ“ ევროპის სუპერლიგის პროექტი დატოვა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ევროპის სუპერლიგის პროექტი დატოვა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ევროპის სუპერლიგის პროექტი საბოლოოდ დატოვა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მადრიდის „რეალი“ უეფა-ს წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო დარჩა.

კატალონიური კლუბის მესვეურთა აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმები მათ მოთხოვნებს უკვე აკმაყოფილებს, რის გამოც, „ბარსელონამ“ ალტერნატიული ტურნირის იდეის მხარდაჭერაზე  უარი თქვა.

RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ახალმა ფორმატმა „ბარსელონას“ შემოსავლები საგრძნობლად გაზარდა. კატალონიელები ალტერნატიული ტურნირის საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

სუპერლიგის პროექტი 2021 წელს მადრიდის „რეალმა“, „ბარსელონამ“, „არსენალმა“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „ლივერპულმა“ და „ჩელსიმ“ გაასაჯაროვეს. გულშემატკივართა პროტესტის შემდეგ, ინგლისურმა კლუბებმა გადაწყვეტილება შეცვალეს, „რეალი“ და „ბარსელონა“ კი იდეას მხარს დიდი ხნის განმავლობაში უჭერდნენ.