„ბარსელონამ“ ევროლიგაზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-16 ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართა. ესპანურმა „ბარსელონამ“ საკუთარ არენაზე პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ მიიღო და 10 ქულის სხვაობით, 90-80 დაამარცხა.

მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ესპანელებმა 29-19 მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ „ბარსელონა“ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით იგებდა.

მასპინძელთა შორის საუკეთესო ნიკოლა მიროტიჩი გამოდგა, რომელმაც 21 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 18 ქულით დაასრულა მატჩი კაელ კურიჩმა. ბერძნებს შორის ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ვილი რიდი გამოდგა.

16 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 13 მოგებითა და სამი მარცხით მეორე-მესამე ადგილებს „ანადოლუ ეფესთან“ ინაწილებს. „ოლიმპიაკოსი“ ექვსი მოგებითა და 10 მარცხით 12-13 ადგილებს თორნიკე შენგელიას „ბასკონიასთან“ ინაწილებს.

ზენიტი – ცრვენა ზვეზდა 58-65

ფენერბახჩე – ვალენსია 98-100 (ოვერტაიმი)

ბაიერნი – ჟალგირისი 73-98