„ბარსელონამ“ ესპანეთის თასზე 0:4 წააგო #1TVSPORT

02:21, 13.02.2026

ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ატლეტიკომ“ შინ 4:0 გაანადგურა „ბარსელონა“.

სტუმრებმა საშინლად ჩაატარეს პირველი ტაიმი. უკვე მეშვიდე წუთზე ჟოან გარსიას შეცდომამ ერიკ გარსიას ავტოგოლი გამოიწვია. მე-14 წუთზე ნაუელ მოლინამ კარის გასწვრივ გააკეთა პასი და ანტუან გრიზმანმა შორეულ კუთხეში გაიტანა. ფრანგმა თასზე ზედიზედ მეოთხე მატჩში გამოიჩინა თავი.

33-ე წუთზე სამამდე გაზარდა ანგარიში „ატლეტიკოს“ დებიუტანტმა, ადემოლა ლუკმანმა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე კი ჯულიანო სიმეონესა და ლუკმანის კომბინაცია ხულიან ალვარესმა დაასრულა. არგენტინელს პირველ ტაიმში 1+1 ჰქონდა, არადა, მანამდე ზედიზედ 10 მატჩში არ ჰქონდა შედეგიანი მოქმედება.

საპასუხო მატჩი ბარსელონაში 3 მარტს გაიმართება.

 

ფაქტები

* „ატლეტიკომ“ 2024 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოუგო „ბარსელონას“;

* „ბარსელონამ“ 2026 წელს მეორე მატჩი წააგო – 18 იანვარს ვერ გაუმკლავდა „სოსიედადს“ (1:2);

* „ბარსელონამ“ ესპანეთის თასის მატჩის პირველი ტაიმი ოთხი ბურთით პირველად წააგო 1943 წლის შემდეგ;

* ეს „ატლეტიკოს“ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა „ბარსელონასთვის“ 1989 წლის შემდეგ;

* ეს იყო ჰანსი ფლიკის ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი მწვრთნელის რანგში 2005 წლის მარტის შემდეგ – მაშინ მისი ხელმძღვანელობით „ჰოფენჰაიმმა“ 2:6 წააგო „ოფენბახთან“;

* „ბარსელონას“ მეკარემ, ჟოან გარსიამ ამ სეზონში მეოთხე შედეგიანი შეცდომა დაუშვა.

მსგავსი