„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი წაგებით დაიწყო [ვიდეო]
„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი წაგებით დაიწყო [ვიდეო]

სენსაციურად დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის ახალი გათამაშება. ქვეყნის ჩემპიონი „ბარსელონა“ სტუმრად 0:1 დამარცხდა „ბილბაოსთან“. ერთადერთი გოლი ბასკების 38 წლის ფორვარდმა არიც ადურისმა 88-ე წუთზე ლამაზი დარტყმით გაიტანა. საგოლე პასი ანდერ კაპამ შეასრულა.

ადურისმა ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა – ლა ლიგას ზედიზედ მე-15 სეზონში შეძლო გოლი გატანა.

„ბარსელონას“ რიგებში დებიუტი ჰქონდათ ფრენკი დე იონგსა და ანტუან გრიზმანს. ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას ლიონელ მესი.

ეს იყო „ბარსას“ პირველი წაგება პირველ ტურში ბოლო 11 წლის განმავლობაში.

კატალონიელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

ტერ შტეგენი, ჟორდი ალბა, პიკე, ლანგლე, ნელსონ სემედუ, სარხი რობერტო (საიოლი, 76), ალენია (რაკიტიჩი, 46), დე იონგი, სუარესი (რაფინია, 37), დემბელე, გრიზმანი.