„ბარსელონამ“ ჟიულ კუნდესთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ჟიულ კუნდესთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„სევილიასა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველი ჟიულ კუნდე ახლოს არის „ბარსელონაში“ გადასვლასთან, – ამის შესახებ წერს გამოცემა Barca Universal.

აღნიშნავენ, რომ კატალონელებმა უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტი ფრანგ ფეხბურთელთან. თავად კლუბებმა სერიოზულად წაიწიეს წინ მოლაპარაკებების პროცესში. „სევილია“ მზად არის დაწიოს ტრანსფერის ფასი, თუ „ბარსელონა“ გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელს ჩართავს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ მზად არის დაახლოებით 40 მილიონთან ერთად „სევილია“ ფორვარდი მემფის დეპაი შესთავაზოს.