„ბარსელონამ“ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური სტუდენტი გაიფორმა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური სტუდენტი გაიფორმა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ აღზრდილი ტიუდორ მენდელ-იდოვუ კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს, – დაწერა „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ალბერტ როგემ.

18 წლის შემტევი ნახევარმცველი კატალონურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს. ინგლისელი წინასასეზონო მომზადებას „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაივლის.

საინტერესოა, რომ იდოვუ მაღალი ინტელექტითაც გამოირჩევა. ფეხბურთელი იტონის კოლეჯში სწავლობდა და დიდ ბრიტანეთში თავისი თაობის 14 ყველაზე გენიალურ სტუდენტს შორის შედის. ის სწავლას ბარსელონაში გააგრძელებს.