„ბარსელონამ“ დეპაისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გააგრძელა
„ბარსელონამ“ დეპაისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გააგრძელა

„ბარსელონა“ კვლავაც სერიოზულად ფიქრობს „ლიონიდან“ ფორვარდ მემფის დეპაის შეძენას. ტრანსფერი ზამთარში უნდა განხორციელდეს.

კლუბებმა გააგრძელეს მოლაპარაკებები, რათა შეათანხმონ ორივესთვის მისაღები კომპენსაციის თანხა.

თუ მხარეები მაინც ვერ შეძლებენ შეთანხმებას, დეპაი ზაფხულში ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან მისი კონტრაქტი „ლიონთან“ ივნისის ბოლოს იწურება.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.