„ბარსელონამ“ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა - ფრანგმა თავისი მომავალი 30 ივნისამდე უნდა გადაწყვიტოს #1TVSPORT
„ბარსელონამ“ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა - ფრანგმა თავისი მომავალი 30 ივნისამდე უნდა გადაწყვიტოს #1TVSPORT

„ბარსელონამ“ თავის გარემარბს, უსმან დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა.

25 წლის ფრანგმა, რომელსაც 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი კატალონურ გუნდთან, ჯერაც ვერ გადაწყვიტა, სად გააგრძელებს კარიერას.

„ბარსელონას“ სურს, რომ დემბელემ სწორედ 30 ივნისამდე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, – წერს გამოცემა Diario Sport.

დემბელე კვლავინდებურად ამბობს, რომ სურს „ბარსელონაში“ დარჩენა, მაგრამ მხოლოდ გაუმჯობესებულ ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. კატალონური გუნდი კი არ აპირებს ამ ნაბიჯზე წასვლას.

მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ. ის დარწმუნებულია, რომ „ბარსელონა“ მხოლოდ მოგებული დარჩება, თუ კლუბი დემბელეს შეინარჩუნებს, რადგან აღარ იქნება საჭირო ფულის დახარჯვა ახალ გარემარბში და დაზოგილი თანხა „სევილიადან“ ცენტრალური მცველის ჟიულ კუნდეს შეძენას მოხმარდება.

თუ ფრანგი მაინც უარს იტყვის ახალ კონტრაქტზე, „ბარსელონა“ შეეცდება „ლიდსიდან“ რაფინიას დამატებას ან თავისუფალი აგენტის ანხელ დი მარიას გაფორმებას.

გასულ სეზონში დემბელემ 32 მატჩში ორი გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.