„ბარსელონამ“ დე იონგი ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ დე იონგი ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT

ლუკ დე იონგი კატალონიურ გრანდს „სევილიადან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეუერთდა.

ნიდერლანდელი ლეგიონერი „ბარსელონამ“ ოფიციალურად კი დღეს წარადგინა და კლუბის პრეზიდენტმა, ჯოან ლაპორტამ მას 17-ნომრიანი მაისური გადასცა.

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა და დე იონგის თანამემამულემ, რონალდ კუმანმა აღნიშნა, რომ ტრანსფერით კმყაფოლია:

„დე იონგის გუნდში გადმოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. უცნაურია, რომ მისი მსგავსი ფეხბურთელი „ბარსელონას“ არ ჰყავდა. დე იონგი ჩვენს შესაძლებლობებს უფრო მრავალფეროვანს გახდის, განსაკუთრებით, მეორე სართულზე თამაშისას, ასევე, საჯარიმოებისა და კუთხურების შესრულების დროს“, – განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა.