„ბარსელონამ“ და „მანჩესტერ სიტიმ“ საქველმოქმედო მატჩში 3:3 ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ და „მანჩესტერ სიტიმ“ საქველმოქმედო მატჩში 3:3 ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

ბარსელონაში „კამპ ნოუს“ სტადიონზე საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ ინგლისის ჩემპიონს „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩაირიცხება ფონდში, რომელიც მომართულია გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ავადმყოფობა 2020 წლის ივნისში დაუდგინდა „ბარსელონას ყოფილ მეკარესა და მწვრთნელს ხუან კარლოს უნსუეს. გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი იწვევს კუნთების პარალიჩსა და ატროფიას.

 

ბარსელონა-მანჩესტერ სიტი 3:3

გოლები: 0:1 ალვარესი (21), 1:1 ობამეიანგი (29), 2:1 დე იონგი (66), 2:2 პალმერი (70), 3:2 დეპაი (79), 3:3 მაჰრეზი (90+6-პენ)

ბარსელონა: პენია (81. ტენასი), სერხი რობერტო (81. დესტი), პიკე (57. ერიკ გარსია), კუნდე (81. კრისტენსენი), ჟორდი ალბა (57. ბალდე), სერხიო ბუსკეტსი (72. პიანიჩი), კესიე (57. გავი), დე იონგი (72. ტორე), ობამეიანგი (57. დეპაი), რაფინია (72. ეზ აბდე), ფერან ტორესი (46. ფატი).

მანჩესტერ სიტი: ორტეგა, ლუისი (46. ჟოაო კანსელო), უოკერი (46. სტოუნზი), რუბენ დიაში (64. მბეტე/90. ბობი), სერხიო გომესი (46. უილსონ-ესბრანდი), ბერნარდო სილვა (64. დე ბრუინი), ფილიპსი (57. როდრი), პალმერი, ფოდენი (65. გიუნდოგანი), მაჰრეზი, ალვარესი (72. ჰალანდი).