კატალონური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკიმ და „ბარსელონამ“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოილაპარაკეს. ხელშეკრულების ვადა 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე იყო ძალაში.
ცნობილი ხდება, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს კონტრაქტის ავტომატურ გაგრძელებას 2027 წლის ზაფხულამდე, რასაც პოლონელი ფორვარდი ითხოვდა. მაგრამ კლუბში არ გამორიცხავენ, რომ მოგვიანებით კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ კონტრაქტი.
ამ სეზონში ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 33 მატჩში 31 გოლი გაიტანა.