„ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ უხვგოლიანი ფრე ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ უხვგოლიანი ფრე ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

„ბარსელონამ“ ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მესამე შეხვედრა ჩაატარა. „ინტერ მაიამისთან“ (6:0) და „რეალთან“ (1:0) მოგების შემდეგ, ამჯერად, კატალონელებმა 2:2 ითამაშეს „იუვენტუსთან“.

„ბარსა“ დემბელეს გოლებით ორჯერ იგებდა, მაგრამ ორივეჯერ ანგარიში მოიზე კინმა გაათანაბრა.

ზედიზედ მეორე მატჩია „ბარსელონას“ რიგებში ვერ გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

 

ბარსელონა-იუვენტუსი          2:2

გოლები: 1:0 დემბელე (34), 1:1 კინი (39), 2:1 დემბელე (40), 2:2 კინი (51)

ბარსელონა: ტერ შტეგენი (46. პენია), სერხი რობერტო (32. დესტი/78. კასადო), კრისტენსენი (62. პიკე), ერიკ გარსია (46. დე იონგი), ჟორდი ალბა (63. ბალდე), სერხიო ბუსკეტსი (46. პიანიჩი), კესიე (63. ტორე), ნიკო გონსალესი (46. გავი), ლევანდოვსკი (62. დეპაი), ობამეიანგი (46. ფატი/77. კოლიადო), დემბელე (46. რაფინია/77. ეზ აბდე).

იუვენტუსი: შჩესტნი (46. პერინი), დანილო (61. კომპანიონი), ბონუჩი (46. გატი), ბრემერი (59. რუგანი), ალექს სანდრო (60. პელეგრინი), დი მარია (77. სოულე), კუადრადო (78. ბარბიერი), ლოკატელი (61. ფაჯოლი), ზაკარია, როველა, კინი (78. კუდრიგი).