„ბარსელონამ“ და ჰანსი ფლიკმა კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
„ბარსელონამ“ და ჰანსი ფლიკმა კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელებაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი კიდევ ერთი სეზონით გააგრძელებს კონტრაქტს კატალონურ კლუბთან, – იტყობინება ესპანური გაზეთი Marca.

წყაროს ცნობით, მხარეებმა უკვე მოილაპარაკეს ახალ ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში შევა მხოლოდ 2024-25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ.

გერმანელმა სპეციალისტმა „ბარსელონა“ 2024 წლის მაისში ჩაიბარა და გუნდთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. კატალონელები ლიდერობენ ლა ლიგას 33 მატჩში 76 ქულით, გასულები არიან ესპანეთის თასის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.