„ბარსელონამ“ „ბოკა ხუნიორსი“ გაანადგურა და გამპერის თასი მოიგო
„ბარსელონამ“ „ბოკა ხუნიორსი“ გაანადგურა და გამპერის თასი მოიგო

„ბარსელონამ“ ტრადიციულ წინასასეზონო ტურნირზე – გამპერის თასზე არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ 3:0 გაანადგურა. კატალონიელთა რიგებიდან გოლები გაიტანეს – მალკომმა, ლიონელ მესიმ და რაფინიამ.

გამპერის თასი ტრადიციული ტურნირია, რომელიც 1966 წლიდან ტარდება. ის კლუბის დამაარსებლის ჟოან გამპერის სახელს ატარებს. „ბარსელონამ“ ეს თასი 41-ედ მოიგო.

„ბარსამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ტერ შტეგენი (სილესენი, 45), სერხი რობერტო (პუიგი, 45), პიკე (სემედუ, 45), უმტიტი (ვერმალენი, 45), მირანდა (ბუსკეტსი, 65), ვიდალი (არტური, 45), რაკიტიჩი (ლანგლე, 45), მალკომი (დემბელე, 64), მესი (რაფინია, 45), ფილიპე კოუტინიო (პაკო ალკასერი, 45), ელ-ჰადადი (ლ. სუარესი, 65).