„ბარსელონამ“ ბარტომეუს პრეზიდენტობის პერიოდზე გამოძიება ჩაატარა და საქმეს პროკურატურას გადასცემს #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ბარტომეუს პრეზიდენტობის პერიოდზე გამოძიება ჩაატარა და საქმეს პროკურატურას გადასცემს #1TVSPORT

„ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ პირველ თებერვალს გამოაქვეყნებს გამოძიების შედეგებს, რომელიც უკავშირდება კლუბის მმართველობას წინა პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბარტომეუს ხელმძღვანელობით.

„სამშაბათს, 1 თებერვალს გამოქვეყნდება დაწვრილებითი გამოძიების შედეგები, რომელიც ფინანსური აუდიტის შედეგად ჩატარდა. მისი მიზანი იყო შესაძლო დარღვევების გამოვლენა წინა საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში. ყველა შედეგი, რომელიც ამ გამოძიებისას იქნა მიღებული, შეტანილი ანგარიშში და ის ადგილობრივ პროკურატურას გაეგზავნება“, – წერია „ბარსელონას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბარტომეუ „ბარსელონადან“ 2020 წლის შემოდგომაზე დაითხოვეს. ფუნქციონერს სერიოზული კრიტიკა შეხვდა წარუმატებელი შედეგებისა და ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის სურვილისა და მისწრაფების გამო. მარტში ბარტომეუ დააპატიმრეს კიდეც „ბარსელონას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ.