„ბარსელონამ“ „ატლეტიკოსთან“ მატჩის განაცხადში 15 წლის ფეხბურთელი შეიყვანა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ „ატლეტიკოსთან“ მატჩის განაცხადში 15 წლის ფეხბურთელი შეიყვანა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ ლა ლიგის 30-ე ტურში „ატლეტიკოსთან“ მატჩის განაცხადში 15 წლის ფეხბურთელი შეიყვანა.

ეს არის 15 წლისა და 283 დღის ლამინ იამალი, ის განაცხადში შეყვანილია 41-ე ნომრით. თუ მას მოედანზე შეუშვებენ, გახდება ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ლა ლიგაში უთამაშია. წინა რეკორდი 101 წლის წინ არის დამყარებული და ის ეკუთვნის არმანდ მარტინეს საგის, რომელმაც 1922 წლის 2 აპრილს 15 წლის, 11 თვისა და 5 დღის ასაკში ითამაშა.