„ბარსელონამ“ ასპილიკუეტასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ასპილიკუეტასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „ჩელსის“ მცველთან სესარ ასპილიკუეტასთან, – ამტკიცებს ესპანური გაზეთი AS.

წყაროს ცნობით, მხარეებმა მოილაპარაკეს ორწლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ესპანელი ფეხბურთელი სეზონში 13 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„ბარსელონას“ ასპილიკუეტას აყვანა თავისუფალი აგენტის სტატუსით სურდა, მაგრამ 32 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში ამოქმედდა ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი.

დატოვე კომენტარი