„ბარსელონამ“ აშშ-ში არ წაიყვანა უმტიტი და ბრეიტვეიტი, დე იონგი და პიანიჩი შემადგენლობაში არიან #1TVSPORT
„ბარსელონამ“ აშშ-ში არ წაიყვანა უმტიტი და ბრეიტვეიტი, დე იონგი და პიანიჩი შემადგენლობაში არიან #1TVSPORT

„ბარსელონამ“ დაასახელა შემადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასასეზონო ტურნესთვის.

28-კაციან სიაში მოხვდა ფრენკი დე იონგი, რომლითაც აქტიურად ინტერესდება „მანჩესტერ იუნაიტედი“.

ასევე აშშ-ში გაემგზავრება ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, რომელმაც მთავარი მწვრთნელი ჩავი ვარჯიშებზე მოხიბლა, აგრეთვე გუნდის ახალწვეულები – რაფინია, ანდრეას კრისტენსენი და ფრანკ კესიე. და კიდევ უსმან დემბელე, რომელმაც კატალონურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

სიაში ვერ მოხვდნენ მეკარე ნეტო, მცველები სამუელ უმტიტი და ოსკარ მინგესა, ნახევარმცველი რიკი პუიგი და ფორვარდი მარტინ ბრეიტვეიტი. როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „ბარსელონას“ უნდა, ამ ფეხბურთელებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ გუნდი.