„ბარსელონამ“ არტურო ვიდალი წარადგინა
„ბარსელონამ“ არტურო ვიდალი წარადგინა

„ბარსელონამ“ ოფიციალურად წარადგინა არტურო ვიდალი. ჩილელმა პრეზენტაციაზე განაცხადა: “ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა ვარჯიშებს შევუდგები ახალ პარტნიორებთან ერთად და ჩავიცვამ უდიდესი ისტორიის მქონე მაისურს. ეს სიზმარივითაა. იმედი მაქვს, ბევრ ტიტულს მოვიგებ. საკუთარ სიცოცხლეს მინდორზე დავტოვებ”.

მოგვიანებით გაჩნდა ვიდალის „ბარსელონაში“ ტრანსფერის საბოლოო დეტალები. კატალონური კლუბის ვიცე-პრეზიდენტის ჟორდი მესტრეს ინფორმაციით, 31 წლის ჩილელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ხელშეკრულებაში მის გასაყიდ თანხად ჩაიწერა – 300 მილიონი ევრო.

„ბარსამ“ ფეხბურთელი 18 მილიონ ევროდ შეიძინა.