„ბარსელონამ“ არაუხოსთან ექვსი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი #1TVSPORT
„ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ცენტრალურ მცველთან რონალდ არაუხოსთან. ახალი ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 25 წლის ურუგვაელი ახლოს იყო ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლასთან. მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.
არაუხო „ბარსელონას“ სისტემაში 2018 წლიდანაა. ამ პერიოდში მან პირველ გუნდში 155 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.