„ბარსელონამ“ „აიაქსიდან“ ამერიკელი მცველი შეიძინა
„ბარსელონამ“ „აიაქსიდან“ ამერიკელი მცველი შეიძინა

ამსტერდამის „აიაქსის“ მარჯვენა მცველი სერჯინიო დესტი ახლოს არის „ბარსელონაში” გადასვლასთან.

19 წლის ამერიკელი ხუთშაბათს ჩავა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და გარიგების საბოლოოდ გასაფორმებლად, – იტყობინება „კატალონიის რადიო“.

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ბარსელონამ“ დესტთან ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, ესპანური კლუბი „აიაქსს“ 25 მილიონ ევროს გადაუხდის.

ასე რომ, დესტი „ბარსელონაში“ ნელსონ სემედუს შეცვლის, რომელიც ოთხშაბათს „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა.